Wednesday, December 5, 2012

წრფივი ფუნქცია

გაკვეთილის გეგმა
წრფივი ფუნქცია
პედაგოგი/საგანი
მაკა მერაბიშვილი/მათემატიკა
სწავლების საფეხური
საბაზო/მე-9 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
10
აქტივობა
წრფივი ფუნქცია, მისი თვისებები
აქტივობის მიზანი
გაეცნოს წრფივ ფუნქციას,გამოიკვლიოს მისი თვისებები, შეძლოს მისი გამოყენება სათანადო ტიპის ამოცანების,პროცესების მათემატიკური მოდელირებისას
აუცილებელი წინაცოდნა
საკოორდინატო სიბრტყეზე წერტილის მოძებნა
საჭირო მასალა
სახელმძღვანელო, ფანქარი,სახაზავი, რვეული, კომპიუტერი
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
შეძლებენ წრფივი ფუნქციის განმარტებას,წრფივი ფუნქციის ამოცნობას სხვადასხვა ფუნქციებს შორის,ამ ფუნქციის გეომეტრიულ გამოსახვას და მისი თვისებების დადგენას







თანმიმდევრობა, აქტივობა და დრო
კლასის ორგანიზება: მუშაობა მთელ კლასთან -დრო: 2 წთ. მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას.
             აქტივობა 1. დრო: 15 წთ
   ვიმეორებთ საკოორდინატო სიბრტყეზე წერტილის გამოსახვას.
    სლაიდის საშუალებით ვაჩვენებ ზოგიერთი სახის პრაქტიკული ამოცანის მათემატიკური მოდელის დაკავშირებას წრფივ ფუნქციასთან. GEOGEBRA-ს საშუალებით ვაგებთ წრფივი ფუნქციის გრაფიკს, მოსწავლეებს ვთავაზობ რომელიმე წრფივი ფუნქციის გრაფიკის აგებას T-ს მეთოდის საშუალებით.  ვადგენთ როდის არის წრფივი ფუნქციის გრაფიკი კოორდინატთა ღერძების პარალელურები და ბოლოს ჩამოვაყალიბებთ წრფივი ფუნქციის თვისებებს.
        აქტივობა 2. დრო:5 წთ
    
      შემაჯამებელი კითხვები
   აქტივობა 3.  დრო: 15 წთ
    მუშაობა ტესტებზე როგორც სლაიდის საშუალებით ასევე დაფაზე და დამოუკიდებლად
     აქტივობა 4.  დრო 8 წთ.
     საშინაო დავალების მიცემა და შეფასება


No comments:

Post a Comment